ისტ-ის წრე ,,ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში"
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - „ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში“
წრის სახელწოდება: „ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში“
წრის ხელმძღვანელი: ირმა ქველაძე
სკოლა: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V-VI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 8.
წრის მიზანია: საწრეო მუშაობის მიზანია აზროვნების განვითარება, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება. მოსწავლეს შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ინფორმაციის არსსა და აღნიშნულ პროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ბავშვის აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარებას. მოსწავლეებმა ისწავლონ თანამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება. აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადონ პრეზენტაციები, ბროშურები, სანიშნოები. შეძლონ თვალსაჩინოებების შექმნა და მათი გამოყენება. ისწავლონ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები, დაეუფლონ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის. წრეში მუშაობა საშუალებას მისცემთ მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიყენონ კომპიუტერი, შეისწავლონ ელემენტარული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ სამომავლოდ, ცხოვრების ასპარეზზე, აგრეთვე მოსწავლეთათვის კომპიუტერული წიგნიერების დონის მიღწევა, ისტ-ის გამოყენება სხვადასხვა საგანთან მიმართებაში.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. ისწავლიან გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის პატივისცემას...
შევქმნაით ბლოგს, სადაც აისახება წრის მუშაობა. გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მუშაობას.
შევქმნაით ბლოგს, სადაც აისახება წრის მუშაობა. გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მუშაობას.
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: irmaqveladze@gmail.com
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2019-2020 სასწავლო წელი
მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი
მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი
Комментарии
Отправить комментарий